ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღის მოდერნიზაციის საკითხში მნიშვნელოვან წარმატებაზე საუბრობს

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება აცხადებს, რომ ბირთვული იარაღის ზომების შემცირების საკითხში მან მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.

„ჩვენმა ბირთვულმა ძალებმა მუხტის ზომების შემცირების საკითხში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს“, – ნათქვამია ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაში გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, ხელისუფლების წარმომადგენლები არ აკონკრეტებენ, გახდა თუ არა ბირთვული მუხტი იმ ზომის, რომ მისი გასროლა ბალისტიკური რაკეტის საშუალებით ოყოს შესაძლებელი.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფხენიანმა წყალქვეშა ნავიდან ბალისტიკური რაკეტის გაშვების ცდა ჩაატარა. საერთაშორისო თანამეგობრობის პროტესტის და სანქციების მიუხედავად, ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ იარაღზე და ბალისტიკურ რაკეტებზე მუშაობას განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები