სანტა-ბარბარასთან, ოკეანეში 80 ათასი ლიტრი ნავთობი ჩაიღვარა
აშშ-ს კალიფორნიის შტატის მილიონერების ქალაქ სანტა-ბარბარასთან, ზღვაში ნავთობი ჩაიღვარა. დაზიანებული ნავთობსადენიდან წყალში 80 ათასი ლიტრი ნავთობი მოხვდა. მილსადენი კომპანია Plains All American Pipeline-ს ეკუთვნის. დაზიანების აღმოფხვრა მხოლოდ სანაპირო დაცვის სამსახურის ჩარევის შემდეგ აღმოჩნდა შესაძლებელი.
ნავთობის ლაქის ზომა დიამეტრში 6 კილომეტრს შეადგენს. ავარია პოპულარულ პლაჟ „რეფიუჟიოსთან“ ახლოს მოხდა. ავარიის გამო დაზიანებული ნავთობსადენის სიახლოვეს მცხოვრები ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა.