ალი ბაბაევი ბაქოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს
ბაქოში, აზადლიგის გამზირზე მომხდარ ტრაგედიას საქართველოში აზერბაიჯანის კონგრესი ეხმაურება. კონგრესის თავმჯდომარე ალი ბაბაევი გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილების ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს და მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
შეგახსენებთ, რომ ბაქოში, აზადლიგის გამზირზე მრავალსართულიან სახლში მომხდარი ხანძრის შედეგად, 16 ადამიანი დაიღუპა, 60-ზე მეტი კი დაშავდა. დაღუპულთა შორის სამი ბავშვია. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე – ხანძარსაწინაააღმდეგო წესების დაღვევის მუხლით, რასაც ადამიანის დაღუპვა მოჰყვა, ასევე გულგრილობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით. ხანძრის გამომწვევი მიზეზების გამოძიება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პირად კონტროლზე აიყვანა.