პოროშენკომ დონბასში 80 რუსი სამხედრო მოსამსახურის დაკავების შესახებ განაცხადა
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დონბასში 80-დე რუსი სამხედრო მოსამსახურის დაკავების შესახებ განაცხადა. დღეს ორი რუსი სახმედრო შევიპყარით, რამდენიმე კვირის წინ – კიდე 20 და მანამდე – 60. ისინი, ძირითადად, სპეციალური ქვედანაყოფების წარმომადგენლები არიან“, – განაცხადა პოროშენკომ „:ბი-ბი-სისთან“ ინტერვიუში. მისი განცხადებით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ კიევი არა მოხალისეებს, არამედ რუსეთს ებრძვის.
„გუშინ ერთ-ერთ გაზეთში წავიკითხე, რომ ტერმინს „რუსი ჯარისკაცები“ ბრჭყალებში წერენ. არანაირი ბრჭყალები ამ ტერმინს არ უნდა. ჩამოდით კიევში და თქვენ ამაში თავად დარწმუნდებით, ესენი არიან რუსეთის სპეციალური დანიშნულების ძალების რეალური ოფიცრები, რომლებიც აქ საომრად ჩამოვიდნენ“, – აცხადებს პოროშენკო.
რუსეთის ხელისუფლება დონბასში სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას უარყოფს. ამ დაკავების შემდეგ რუსეთის გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს სამხედროები ადრე, მართლაც, მსახურობდნენ რუსეთის შეიარაღებული ძალების რიგებში, მაგრამ დაკავების მომენტში ისინი შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლებულები იყვნენ.