რუსეთში აბორტი შესაძლოა, სავალდებულო დაზღვევის სისტემიდან ამოიღონ
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში შეტანილია კანონპროექტი სავალდებულო დაზღვევის სისტემიდან აბორტების ამოღების შესახებ. ამ ცვლილების შემთხვევაში აბორტების გაკეთება მხოლოდ სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებში იქნება შესაძლებელი. წესების დარღვევის შემთხვევაში საჯარიმო სანქციებს შემოიღებენ. გარდა ამისა, დოკუმენტში გათვალისწინებულია იმ პრეპარატებით საბითუმო ვაჭრობის აკრძალვა, რომელიც ფეხმძიმობის ხელოვნური შეწყვეტისთვის გამოიყენება.