რუსეთმა საკუთარი ტერიტორიის გავლით ავღანეთში სამხედრო ტვირთების ტრანზიტი შეაჩერა

რუსეთმა საკუთარი ტერიტორიით ავღანეთში სამხედრო ტვირთების ტრანზიტი შეაჩერა. ამ გადაწყვეტილებას რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მოაწერა ხელი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.

გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ „ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებული საერთაშორისო ძალებისთვის რუსეთის ტერიტორიის გავლით შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის და სამხედრო ქონების ტრანზიტის შესახებ 2008 წლის დადგენილება“ ძალადაკარგულად ჩაითვალა. ამ დროისთვის ავღანეთის ოპერაციაში ჩართული ქვეყნების ნაწილმა სამხედრო მისიის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს. ასე მაგალითად, ბოლო ბრიტანული სამხედრო ბაზა ადგილობრივი ძალების დაქვემდებარებაში გასული წლის ბოლოს გადავიდა. აშშ-მ ავღანეთიდან შეიარაღებული ძალების ძირითადი ნაწილის გაყვანა 2016 წლისთვის უნდა დაასრულოს.

რუსეთის მიერ ტვირთების ტრანზიტის შეჩერების გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები