ბათუმის კაფეებში ცხენის ხორცის გამოყენების ფაქტები გამოვლინდა

ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარ “რონიკასა” (ი.მ “გელა ახალაძე”) და ჭავჭავაძის ქუჩაზე, კაფე-ბარ “ქართველოში” (ი.მ “ვაჟა ქართველიშვილი”) დამზადებულ ოსტრსა და ქაბაბში ცხენის ხორცის გამოყენების ფაქტი გამოავლინეს, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიაწოდეს.
მათი  ინფორმაციით, სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა აღნიშნული კაფე-ბარებიდან ხორცის სახეობრივი კვლევისთვის აიღეს მზა კულინარიული ნაწარმის ნიმუშები და გამოსაკვლევად აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს. კვლევის შედეგად ი.მ “გელა ახალაძის” კაფე-ბარ “რონიკასა” და ი.მ “ვაჟა ქართველიშვილის” კაფე-ბარ “ქართველოში” იდენტიფიცირდა ცხენის ხორცი, რის გამოც, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბიზნესოპერატორები 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ობიექტებში არაგეგმური ინსპექტირება განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები