“შეყვარებული ჰყავდა, ახლა უნდა მოეყვანა” – რას აცხადებენ გარდაცვლილის ახლობლები
გარდაცვლილ ახალგაზრდა მამაკაცთან დაკავშირებით, რომელიც გლდანის მერვე მიკრორაიონში იპოვეს, განსხვავებული ვერსიები ვრცელდება. ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი თვითმკვლელობას გამორიცხავს და ამტკიცებს, რომ 31 წლის მამაკაცს გუშინ შეხვდა, ის დაოჯახებას აპირებდა.
„წუხელის ჩვენთან ოჯახში იყო ამოსული. არაფერი საეჭვო არ შეგვიმჩნევია. ჩვეულებრივად, გადასარევ ხასიათზე იყო. არ ვიცი, რა მოხდა. გაოგნებულები ვართ. დედა არ ჰყავდა. ბებიის გაზრდილია. მამა გარდაეცვალა. მეუღლეს ადრევე, დიდი ხანია, რაც გასცილდა. შეყვარებული ჰყავდა, ახლა უნდა მოეყვანა“, – აცხადებს ახლობელი.
გლდანში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი პოლიეთილენის პარკით არის გაგუდული. გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.