დაზვერვის სამსახური წარჩინებული, ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდების წახალისებას იწყებს

საქართველოს დაზვერვის სამსახური წარჩინებული, ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდების წახალისებას იწყებს.

როგორც დაზვერვის სამსახურში აღნიშნავენ, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობათ სოციალურად დაუცველ, მშობლების მზრუნველობას მოკლებულ მოზარდებს.

„მე-11 კლასის მოსწავლეს გიორგი ბაკურაძეს ესაჭიროება სპეციალური განათლების მიღება. ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, მისი დიაგნოზია – აუტიზმი. გიორგის გააჩნია არაორდინალური მათემატიკური და ლიტერატურული უნარები. დაწყებითი საფეხურის სასკოლო პროგრამა გაიარა დაჩქარებული ფორმით, ორჯერ მიიღო მონაწილეობა ვ. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის შეჯიბრში და დაჯილდოებულია II ხარისხის დიპლომით. გიორგის ოჯახს აქვს მატერიალური პრობლემები. გიორგის ურთიერთობის ერთადერთ ფორმად რჩება წერილობითი და კომპიუტერული კომუნიკაცია. საქართველოს დაზვერვის სამსახურმა გიორგის საჩუქრად გადასცა პერსონალური კომპიუტერი, რათა მან უფრო მარტივად შეძლოს კომუნიკაცია და გაიღრმავოს ცოდნა. დაზვერვის სამსახური მომავალშიც განახორციელებს მსგავს ღონისძიებებს, რათა წაახალისოს ახალგაზრდა თაობა და შეუქმნას უკეთესი პირობები წარმატებული მომავლისთვის“, – აღნიშნავენ დაზვერვის სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები