კამბოჯაში საავტომობილო ავარიის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა

25 ადამიანი დაიღუპა კამბოჯის პროვინცია სვაიერინგში, სადაც სატვირთო ავტომობილი ტურისტებით სავსე ავტობუსს დაეჯახა. Cambodia Daily-ს ინფორმაციით, შეჯახება ადგილობრივი დროით დილის შვიდ საათზე მოხდა, როდესაც ავტობუსი ვიეტნამიდან კამბოჯის დედაქალაქ პნომპენში მიდიოდა. ავარიის მიზეზები ამ დრომდე დაუდგენელია.
დაშავებულია კიდევ 5 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები