ბაქოში, მრავალსართულიან სახლში მომხდარ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა

ბაქოში, მრავალსართულიან სახლში მომხდარ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთა შორის ორი ბავშვია. დაშავებულია 60 ადამიანი. haqqin.az-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ჩააქრეს. რამდენიმე ადამიანი ხანძრის დროს მაღალი სართულებიდან გადმოხტა და დაიღუპა. გარდაცვლილთა უმეტესობა ნამწვით მოიწამლა. აზადლიგის გამზირზე ხანძარი დილით გაჩნდა. მისი გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები