ავსტრიის პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვიდა (ფოტოკოლაჟი)
ავტრიის პრეზიდენტი ჰაინც ფიშერი უკვე თბილისშია. ფიშერი საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით პირველ ლედისთან ერთად ჩამოვიდა. მათი დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართება, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილი და ჰაინც ფიშერი ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებული ფორმატში შეხვდებიან. შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ვიზიტის მეორე დღეს საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი გაიმართება. პრეზიდენტ ჰაინც ფიშერს და პირველ ლედ მარგიტ ფიშერს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე და ავსტრიაში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი დახვდნენ.