პრემიერმა გურიანთაში ახლად გახსნილი საწარმო დაათვალიერა (ფოტოკოლაჟი)

800 ათასი ლარის ინვესტიცია და ახალი საწარმო ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, – ჩაის გადამამუშავებელი „ნატურა თი კომპანი“ სოფელ გურიანთაში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საწარმო, რომლის მშენებლობა 2014 წლის აპრილში დაიწყო, ექსპლუატაციაში 5 მაისიდან შევიდა. პროექტის განსახორციელებლად, კომპანიის მფლობელმა შეღავათიანი აგრორკედიტის პროექტის აგროლიზინგის კომპონენტით 59 ათას 778 აშშ დოლარის სესხი აიღო, რომლითაც ჩაის გადამამუშავებელი დანადგარები შეიძინა. სესხის 12 %-ს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო იხდის, ხოლო 3%-ს – მეწარმე.
„ეს არის თვალსაჩინო მაგალითი, როგორ ეხმარება სახელმწიფო ადგილობრივ წარმოებას. ქარხანაში მუშავდება ეკოლოგიურად სუფთა ჩაი, რომელიც გადის ექსპორტზე. ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარებას. უახლოეს მომავალში მთავრობა მეჩაიეობის განვითარების პროგრამას წარადგენს, რათა მაქსიმალურად დასაქმდეს ადგილობრივი მოსახლეობა და აღდგეს ჩაის პლანტაციები. ეს არის ძალიან მომგებიანი და რენტაბელური წარმოება, რომელიც ათასობით ადამიანს დაასაქმებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საწარმო 100 ტონამდე ნედლეულს გადაამუშავებს, რომლისგანაც 25 ტონა პროდუქცია მიიღება. ნედლეულის 60%-ს მეწარმე ჩაის საკუთარი პლანტაციებიდან აიღებს, 40%-ს კი – მოსახლეობისგან. ქარხანაში – 22, ხოლო ჩაის პლანტაციებში – 40-მდე ადგილობრივი დასაქმდება.

17105_853818851375859_2174145312251212835_n

19201_853818644709213_3342039272447710389_n

1517474_853818648042546_437542755653405650_n

11146573_853818681375876_7422082736914915738_n

11245478_853818641375880_4168454273517861886_n

11269927_375656452629746_770998946_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები