ბილ და ჰილარი კლინტონებმა 2014 წელს 25 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს

ჰილარი და ბილ კლინტონებმა 2014 წელს ჰონორარების სახით 25 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს. ეს მონაცემები მათ ფინანსურ ანგარიშში წარმოადგინეს.

ჰილარის და ბილს წლის განმავლობაში 100-ზე მეტი გამოსვლა ჰქონდათ. ასევე ჰილარი კლინტონმა 5 მილიონი დოლარი მიიღო წიგნისთვის „რთული გადაწყვეტილებები“. ჰილარი კლინტონის ჰონორარი თითოეული გამოსვლისთვის 2012 წლის შემდეგ, როდესაც მან სახელმწიფო მდივნის პოსტი დატოვა, 300 ათას დოლარს შეადგენს.

ჰილარი კლინტონმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის შესახებ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები