ნეპალში დაკარგული ამერიკული ვერტმფრენი აღმოაჩინეს

ნეპალში მაშველებმა რამდენიმე დღის წინ დაკარგული ამერიკული სამხედრო ვერტმფრენის ნამსხვრევები აღმოაჩინეს. ვერტმფრენის ეკიპაჟი სამაშველო ოპერაციაში მონაწილოებდა ქვეყანაში 25 აპრილს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ.

როგორც „ბი-ბი-სი“ იუწყება, სამხედრო ვერტმფრენის ეკიპაჟში 6 ამერიკელი და 2 ნეპალელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. ცნობილი გახდა 3 ცხედრის აღმოჩენის შესახებ. ვერტმფრენი რთული რელიეფის რაიონში ჩამოვარდა და მასთან მიახლოება საკმაოდ რთულია. ნეპალური გამოცემა The Nepali Times-ი იუწყება, რომ ვერტმფრენი კატმანდუდან 56 კილომეტრში ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზები ამ დრომდე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები