საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მოადგილეები წარადგინა – ფოტოკოლაჟი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა სამი მოადგილე წარადგინა. თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ებრალიძე დაინიშნა, ხოლო მოადგილეებად: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ანა დოლიძე და იურისტი ბესიკ ლოლაძე.
როგორც თინა ხიდაშელმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ბესიკ ლოლაძე თავდაცვის სამინისტროს საპარლამენტო მდივანიც იქნება.
თინათინ ხიდაშელმა თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და გენერალური შტაბის თანამშრომლებს მრჩევლებიც წარუდგინა. იმედა დარსალია საზოგადოებასთან ურთიერთობის, ნინო შენგელია – საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის, ხოლო მაია ქავთარაძე – სოციალური მიმართულებით იმუშავებენ. თავდაცვის მინისტრი ორი მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურებს უახლოეს მომავალში წარადგენს.

10983363_985603374805738_1755115084519567887_n

11051998_985602791472463_1429343483345272237_n

11119003_985603354805740_7485643084712014567_n

11203109_985603088139100_7819879192688723833_n

11230906_985603344805741_2691744275483662852_n

11259859_985603434805732_2946718529145872065_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები