იაპონიაში 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა იაპონიის კუნძულ ჰონსიუსთან. აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ ოფუნატოდან 19 კილომეტრში მდებარეობდა. ეპიცენტრის სიღრმე 47,6 კილომეტრს შეადგენდა. მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ასევე არ გამოცხადებულა ცუნამის განგაში. ჰონსიუ იაპონიის უდიდესი კუნძულია. ის 34 პრეფექტურისდან შედგება და აქ იაპონიის დედაქალაქი ტოკიო მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები