ნეპალში 12 მაისს მომხდარი მიწისძვრის შედეგად 65 ადამიანი დაიღუპა

65 ადამიანი დაიღუპა და 2 ათასამდე დაშავდა ნეპალში 12 მაისს მომხდარი მიწისძვრის შედეგად. ნეპალის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით, პირველი ბიძგების სიმძლავრე 7.3 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ნეპალის დედაქლაქ კატმანდუდან აღმოსავლეთით, 83 კილომეტრში მდებარეობდა. ამის შემდეგ კიდე ექვსი მიწისძვრა დაფიქსირდა. ყველაზე ძლიერი 6.3 მაგნიტუდას შეადგენდა.
ნეპალში დამანგრეველი მიწისძვრა 25 აპრილს მოხდა. 7,9 მაგნიტუდის მიწისძვრას 8 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა და 17 ათასზე მეტი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები