პაკისტანში „ბოევიკებმა“ ავტობუსის 43 მგზავრი მოკლეს

პაკისტანში „ბოევიკებმა“ ცეცხლი გაუხსნეს სამგზავრო ავტობუსს. დაიღუპა 43 ადამიანი და რამდენიმე დაიჭრა. პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმა საფურა გოტის ოლქში მოხდა. ტერორისტები მოტოციკლებით გადაადგილდებოდნენ. თავდამსხმელები ექვსნი იყვნენ. მათ ავტობუსი გააჩერეს და იქ მყოფებს სროლა აუტეხეს. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ამ ავტობუსით მუსულმანი შიიტები გადაადგილდებოდნენ, რომლებიც პაკისტანში რელიგიურ უმცირესობას წარმოადგენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები