ჩრდილოეთ კორეაში თავდაცვის მინისტრი დახვრიტეს

სამხრეთ კორეის დაზვერვის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის მინისტრი ხიონ იონ ჩხოლი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით სიკრვდილით დასაჯეს.
„როიტერის“ ინფორმაციით, მინისტრი მას შემდეგ დახვრიტეს, რაც მას ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის წინ ერთ-ერთ თათბირზე ჩაეძინა.
ჩრდილოეთ კორეაში მაღალჩინოსნების სიკვდილით დასჯა რეგულარულად ხდება. კერძოდ, აპრილის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია 15 მაღალჩინოსნის დახვრეტის შესახებ. გარდა ამისა, მაისის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც სამხრეთ კორეის დაზვერვას ჩრდილოეთ კორეიდან გამოპარულმა პირმა გადასცა, რომ კიმ ჩენ ინმა თავისი დეიდის მოწამვლის ბრძანება გასცა, რომელიც 2013 წლის სექტემბრიდან არავის უნახავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები