ჯონ კერისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა სოჭში 4 საათს გრძელდებოდა

სოჭში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 4 საათს გაგრძელდა. შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც ესწრებოდა.
როგორც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, პუტინმა და კერიმ უკრაინაში არსებული სიტუაცია განიხილეს, მათ შორის კრიზისის დაძლევისთვის აუცილებელი ერთობლივი ნაბიჯები. თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთს და აშშ-ს შორის არსებობს აზრთა სხვადასხვაობა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, მაგრამ მხარეები ამ პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებას მხარს უჭერენ. ჯონ კერი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ სრულდება და აუცილებელია ამის მიღწევა. კერძოდ, მისი განცხადებით, აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა სოფელ შიროკინოსთან, ასევე ჰუმანიტარული ტვირთების შესატანად კორიდორის გახსნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. საუბარია უკრაინელ პილოტ ნადეჟდა სავჩენკოზე. მხარეებმა განიხილეს ასევე ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები, სოტუაცია სირიაში და ჩრდილოთ კორეაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები