ფილადელფიაში სარკინიგზო კატასტროფას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 130 კი დაშავდა (ვიდეო)

აშშ-ს ფილადელფიის შტატში მომხდარ სარკინიგზო კატასტროფას 5 ადამიანი ემსხვერპლა, სააგენტო „ასოშიეტედ პრესის“ ცნობით, დაშავებულია 130 ადამიანი. სულ მატარებელში 240 მგზავრი იმყოფებოდა. მაშველები ადგილზე მუშაობას განაგრძობენ. ამ ეტაპზე მატარებლის ავარიის მიზეზი დაუდგენელია. ცნობილია, რომ კატასტროფის მომენტში ის საათში 70 მილის სიჩქარით მოძრაობდა. სამგზავრო მატარებელი, რომელიც ვაშინგტონიდან ნიუ-იურკში მიდიოდა, ფილადელფიის მიდამოებში რელსებიდან ადგილობრივი დროით 21. 30 საათზე გადავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები