ნეპალში დღევანდელი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 40-ს მიაღწია

 

ნეპალში დღეს მომხდარი 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრას მსხვერპლი მოყვა. ამ დროისთვის 40 დაღუპულის შესახებ არის ცნობილი. დაახლოებით ათასი ადამიანი დაშავებულია. ის ნეპალში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრიდან 3 კვირაში მოხდა. 25 აპრილის მიწისქვეშა ბიძგების შედეგად 8 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 17 ათასზე მეტი დაშავდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ამჯერად ჩინეთის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ინდოეთში და ბანგლადეშში. 25 აპრილის მიწისძვრას ხუთი ე.წ. აფთერშოკი მოყვა, 5,6-დან 6.3 მაგნიტუდამდე. თუმცა დღევანდელი მიწისძვრა „აფთერშოკების“ კატეგორიაში არ შედის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები