პოროშენკო – ჩვენ დონეცკის აეროპორტს აუცილებლად დავიბრუნებთ

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს თქმით, უკრაინა დონეცკის აეროპორტს დაიბრუნებს და აღადგენს. ეს განცხადება პოროშენკომ დოკუმენტური ფილმის „აეროპორტის“ პრემიერაზე გააკეთა.
„მე ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ აეროპორტს დავიბრუნებთ, ეს ხომ ჩვენი მიწაა. ჩვენ მას აღვადგენთ და შევქმნით მემორიალს, რომელსაც დავაწერთ: „დიდება კიბორგებს!“. მათი გმირობა მუდამ უნდა დარჩეს ჩვენს გულებში“, – განაცხადა პოროშენკომ.
სამხედროებს, რომლებიც დონეცკის აეროპორტს იცავდნენ, უკრაინაში „კიბორგები“ დაარქვეს. „ამ ადამიანებმა უკრაინული ჯარის საბრძოლო სულისკვეთება აღადგინეს. ჩვენ სამშობლოს დაცვა ვისწავლეთ“, – განაცხადა პირიშენკომ.
პროშენკოს ამ განცხადებას უკვე უპასუხეს მოსკოვში. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა მას მინსკის შეთანხმებების დარღვევა უწოდა. პესკოვის თქმით, რუსეთს არაერთხელ განუცხადებია, რომ უკრაინული მხარე მინსკის შეთანხმებებს არღვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები