ჯონ კერი სოჭში ჩავიდა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ოფიციალური ვიზიტით სოჭში ჩავიდა, სადაც ის რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გამართავს. „ბი-ბი-სის“ ცნობით, მთავარი თემა უკრაინაში არსებული სიტუაცია იქნება. კერი უკვე შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს. მათ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი ერთად გვირგვინით შეამკეს. როგორც „ბი-ბი-სის“ ანალიტიკოსები აცხადებენ, ჯონ კერი პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელიც უკრაინის კრიზისის შემდეგ რუსეთში ჩადის. რუსეთის ოფიციალური პირებიც ამ ვიზიტს მნიშვნელოვანს და სიმბოლურს უწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები