ნეპალში დღეს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

ნეპალში დღეს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია იტყობინება, რომ ოთხივე მათგანი ცენტრალურ ნეპალში საცხოვრებელი სახლების ნგრევის შედეგად დაიღუპა. 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ნეპალში რამდენიმე საათის წინ მოხდა. ეპიცენტრი ევერესტთან ახლოს, 20-მდე კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ინდოეთშიც. ნეპალში ძლიერი მიწისძვრა 25 აპრილსაც მოხდა, რასაც 8 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები