ნეპალში კვლავ ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ნეპალში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მისი ეპიცენტრი ჩინეთის საზღვართან მდებარეობდა.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ინდოეთში და ბანგლადეშში. ბიძგები იგრძნეს ასევე ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში, რომელიც აპრილის ბოლოს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა.
ნეპალის ოფიციალური სტრუქტურები ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფრომაციას ჯერჯერობით არ ავრცელებენ. შეგახსენებთ, რომ 25 აპრილს ნეპალში მომხდარი 7,9 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 8 400 ადამიანი დაიღუპა და 17 ათასზე მეტი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები