ვახტანგ კაპანაძე: ქართულ-ამერიკული სწავლება ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების ეფექტიანობას გაზრდის

აღნიშნული სწავლება მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს, შეისწავლონ პარტნიორი ქვეყნის ჯავშანტექნიკა და ასევე, ამ ტექნიკასთან ურთიერთქმედება – ვაზიანის პოლიგონზე მასშტაბური ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების მნიშვნელობაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ „მოამბეში“ ისაუბრა.
როგორც გენერალმა აღნიშნა, ქარტულ ამერიკული სწავლება, რომელიც უკვე დაიწყო, საქართველოს სამხედრო მოსამსახურეების ეფექტიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს.
„ეს არის კომბინირებული სწავლება, სადაც მოზიდულია მსუბუქი ქვეითი და ჯავშანმექანიზებული დანაყოფები, რომელთა ურთიერთქმედება ერთ-ერთ ურთულეს საკითხად ითვლება სამხედრო ხელოვნებაში. ნიშანდობლივია, რომ ამ სწავლებაში მონაწილეობს ჩვენი ქვეითი ასეული, რომელიც განსაზღვრულია, როგორც სწრაფი რეაგირების დანაყოფი. აღნიშნული სწავლება მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს, რათა მათ გაზარდონ თავიანთი ეფექტიანობა, შეისწავლონ პარტნიორი ქვეყნის ჯავშანტექნიკა და ასევე, ამ ტექნიკასთან ურთიერთქმედება, როგორც პარტნიორი ქვეყნის ჯავშანტექნიკის ტიპებთან, ასევე საკუთართან“, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
მასშტაბური ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება, რომელიც ვაზიანის პოლიგონზე უკვე დაიწყო, ორი ქვეყნის სამხედროების სამფაზიანი წვრთნის გავლას გულისხმობს.
სწავლებაში საქართველოს ტერიტორიაზე პირველად, ამერიკული „ბრედლის“ ტიპის ქვითთა ჯავშანტექნიკა მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები