ჯონ კერი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს სოჭში შეხვდებიან

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი სამშაბათს სოჭში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ის შეერთებული შტატების პირველი მაღალჩინოსანი იქნება, ვინც რუსეთს უკრაინის კრიზისის დაწყების შემდეგ ეწვევა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, კერის და პუტინის შეხვედრაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც მიიღებს მონაწილეობას. მთავარი თემაა უკრაინაში არსებული მდგომარეობა და მინსკის შეთანხმებების შესრულების საკითხი. ჯონ კერი რუსეთში ჩასვლას და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას და უკრაინის კრიზისთან დკავშირებული საკითხების განხილვას მიმდინარე წლის იანვარში აპირებდა, მაგრამ ეს ვიზიტი გადაიდო.
შეგახსენებთ, რომ 10 მაისს მოსკოვში გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის და რუსეთის პრეზიდენტ პუტინის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მერკელმა კრემლის პოზიცია მკაცრად გააკრიტიკა და ყირიმის ანექსიას „დანაშაული“ უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები