ამერიკელი ჟურნალისტი აშშ-ს პრეზიდენტს უსამა ბენ ლადენის მკვლელობის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი სეიმურ ჰერში სენსაციურ ინფრომაციას ავრცელებს. მისი თქმით, აშშ-ს სამხედროების მიერ მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის უსამა ბენ ლადენის აღმოჩენის და განადგურების ოპერაცია ფიქცია იყო. სინამდვილეში მთავარი ისლამისტი ტყვეობაში 2006 წლიდან იმყოფებოდა. სეიმურ ჰერში ბარაკ ობამასთან დაახლოებულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ ნომერ პირველი ტერორისტის განადგურების გმირული ისტორია მხოლოდ ლამაზი ზღაპარია ამერიკის ხელისუფლების რეიტინგის ასამაღლებლად.
აშშ-ს სამხედროების ოფიციალური ვერსიის მიხედვით, უსამა ბენ ლადენი ამერიკელმა სპეცრაზმელებმა 2011 წლის მაისში პაკისტანის ქალაქ აბოტაბადში მოკლეს. რამდენიმე ექსპერტიზის შემდეგ ტერორისტი ზღვაში ისლამური ტყრადიციის შესაბამისად დაკრძალეს. სეიმურ ჰერშს კი მომხდართან დკავაშირებით სულ სხვა ვერსია აქვს.
მისი ინფორმაციით, პაკისტანის სპეცსამსახურებმა ბენ ლადენი ჯერ კიდევ 2006 წელს დააკავეს და ის ერთ-ერთ ციხეში ჰყავდათ. „ალ-ქაიდას“ ლიდერს ისინი თალიბებზე და სხვა ექსტრემისტებზე ზეწოლისთვის იყენებდნენ, რათა პაკისტანში და ავღანეთში მათი მოქმედება შეეზღუდათ.
ჟურნალისტის ინფორმაციით, პაკისტანის დაზვერვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა 25 მილიონ დოლარად ამერიკის ხელისუფლებას ბენ ლადენის ადგილსამყოფელი შეატყობინა. ამის შემდეგ ამერიკელი სამხედროები უბრალოდ ბენ ლადენის კამერაში შევიდნენ და ის მოკლეს. გარდა ამისა, ჰერშს ეჭვი ეპარება, რომ ბენ ლადენი ზღვაში დაკრძალეს. მას ერთ-ერთი ამერიკელი სპეცრაზმელის ინფორმაცია მოყავს, რომლის მიხედვით ალ-ქაიდას ლიდერის ცხედარი ტომარაში ჩადეს და პაკისტანის ერთ-ერთ მთიან რაიონში ვერტმფრენიდან გადმოაგდეს. ცნობილი ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ ამ ინფორმაციაზე თეთრ სახლს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.