რუსთავის მერიამ ქობულეთში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახებს 5-5 ათასი ლარი გადაურიცხა

რუსთავის მერიამ ქობულეთში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახებს 5-5 ათასი ლარი გადაურიცხა – ამის შესახებ რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სასტუმროში უსართხოების ნორმები არ იყო დაცული.
„დღეს პრემიერის განკარგულებით 10 ათასი ლარი დაერიცხა თითო ბავშვს და ჩვენც – რუსთავის მერიამ ავტომატურად დამატებით ხუთ – ხუთი ათასი ლარი გადაურიცხა. რაც შეეხება პრევენციას, ნორმების პრობლემა არსებობს სასტუმროში. რაც ვნახეთ, არანაირ ნორმებში არ ჯდებოდა, ელემენტარულად არ არსებობდა საშუალება იმისა, რომ ავარიულად გასულიყვნენ ბავშვები, ამას უფრო დიდი ყურადღება უნდა მიექცეს პერსპექტივაში“,- განაცხადა დავით ჯიქიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ქობულეთში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახებს 10-10 ათასი ლარის ოდენობის დახმარება გადაეცემათ. ქობულეთში მდებარე სასტუმრო “არმაზში” ხანძარმა სამი ბავშვი იმსხვერპლა. ტრაგედია გუშინ გამთენიისას მოხდა. რუსთავის ცეკვის ანსამბლი “სიხარული 2” ქობულეთში კონცერტის გასამართად იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ხანძარი იმ ოთახში დამონტაჟებული კონდიციონერების სადენებიდან გაჩნდა, რომელშიც დაღუპული ბავშვები იყვნენ დაბინავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები