სირიაში, იდლიბის პროვინციაში ბოლო დღეებში 60 მებრძოლი დაიღუპა

სირიელი სამხედროები ცდილობენ, ქალაქ ჯუსრ ელ შუგურის ალყის გარღვევას და იქ მდებარე საავადმყოფოდან სირიის სამთავრობო ძალების მებრძოლების და მათი ოჯახის წევრების გამოხსნას. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ალყაში 150-დან 200 ადამიანამდე იმყოფება. ისლამისტები უკვე ორი კვირის განმავლობაში ცდილობენ საავადმყოფოს დაკავებას. სირიის ავიაცია დროდადრო მათ პოზიციებზე ავიადარტყმებს ახორციელებს. რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად ორივე მხრიდან დაღუპულია 60-დე მებრძოლი. სირიელი სამხედროები ალყაში მას შემდეგ აღმოჩნდნენ, რაც „ბოევიკებმა“ ქალაქი ჯუსრ ელ შუგური დაიკავეს. ალყაში მოხვედრილი სამხედროების გადარჩენის ოპერაციის დაწყების ბრძანება სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა გასცა. მისი განცხადებით, სამხედროების გამოხსნა დანაკარგების მიუხედავად მოხდება, რაც, ასადის თქმით, ომის დროს „ჩვეულებრივი მოვლენაა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები