იოჰანეს ჰანი: ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების დადებითი შედეგები ექსპორტის კუთხით უკვე შეინიშნება

როგორც ყოველთვის ჩვენი შეხვედრა ევროკომისარ ჰანთან იყო საინტერესო, ორიენტირებული და შედგენილი იმ ძირითად პრიორიტეტებზე, რომელსაც, ჩვენ როგორც ქვეყანა ვავითარებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში, ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ერთობლივი პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დაგეგმილია ერთ თვეში რიგის სამიტზე და მის შემდეგ.
„მე აღვნიშნე ის პოზიტიური ეფექტი, რომელიც ჩემს ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში აქვს; ის პოზიტიური გავლენა, რომელიც ჩვენ გვქონდა ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე – რეფორმები, საზოგადოებისა და პოლიტიკური ინსტიტუტების განვითარება, რაც მოხდა საქართველოში ასოცირების შეთანხმების მომზადების პროცესში და ძალიან დატვირთული, რეფორმებზე ორიენტირებული დღის წესრიგი, რომელიც ჰქონდა საქართველოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, მთელი ამ პერიოდის მანძილზე რიგის სამიტისათვის სამზადისში.
ჩვენ ასევე დეტალურად განვიხილეთ შინაარსობრივად ძალიან დატვირთული და დადებითი ანგარიში, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა და ამ ანგარიშში მითითებული პუნქტების, უახლოეს მომავალში იმპლემენტაციის საკითხები. დეტალურად განვიხილეთ აგრეთვე, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების (DCFTA) გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, თუ როგორ მოახდენს DCFTA-ი ჩვენი ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი სფეროების რეფორმირებას. ასევე შევეხეთ ვიზა-ლიბერალიზაციის მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების საკითხებს.
საერთო ჯამში, ჩვენ შევაფასეთ ჩვენი თანამშრომლობა, რომელიც პოზიტიურ ფორმატში ვითარდება და რომელსაც აკვირდება ყველა ჩვენი მეზობელი ქვეყანა. საქართველოს მაგალითი მათ აძლევს ძალიან პოზიტიურ მესიჯს, თუ როგორ შეიძლება ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი ურთიერთსასარგებლო გახდეს როგორც მონაწილე ქვეყნებისთვის, ისევე მათი მეგობრებისა და მოკავშირეებისათვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა კი აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების დადებითი შედეგები უკვე შეინიშნება ექსპორტის კუთხით.
“ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდით ერთმანეთს საქართველოში. სასიამოვნო მომენტი იყო ჩემთვის თქვენს ოფისში სტუმრობა. კიდევ ერთხელ, მოხარული ვარ, რომ აქ ბრძანდებით. ჩვენ შეხვედრისას გვქონდა შესაძლებლობა კარგი, კონსტრუქციული და ასევე პროდუქტიული საუბარი გვქონოდა სხვადასხვა საკითხების შესახებ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ხაზი გაესვა იყო მოსალოდნელი რიგის სამიტი. ასევე მნიშვნელოვანი საკითხები, რომელებიც განვიხილეთ იყო ასოცირების შეთანხმების განხორციელება და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, რომლის შესახებაც აქცენტი თავად ქვეყანამ უნდა გააკეთოს. ასევე ძალიან კარგია, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესახებ, ჩვენს [ევროკავშირის] მიერ ბოლოდროინდელი დადებითი დასკვნა გამოქვეყნდა. დავუბრუნდეთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების საკითხს, რომლის დადებითი შედეგები უკვე შეინიშნება ექსპორტის კუთხით.
კერძოდ, ექსპორტი ევროკავშირში 2014 წლის 1 სექტემბრიდან 2015 წლის იანვრის ბოლომდე პერიოდში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 18%-ით არის გაზრდილი. რაც ახლა მნიშვნელოვანია, ჩვენ უნდა მოვამზადოთ ქვეყანა და ბიზნეს-საზოგადოება, განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეები იმისთვის, რომ მათ უფრო კარგად უპასუხონ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ყველა მოთხოვნას. ჩვენ უფრო მეტ დახმარებას შევთავაზებთ იმ ქვეყნებს რომელსაც გააჩნია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმა ევროკავშირთან, ეს არის სამი ქვეყანა, რომელთათვის გრანტის სახით გამოიყოფა 150 მილიონი. რომელიც სესხად გადაეცემა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას. ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ამ საკითხის გადაჭრას და დავეხმაროთ ამ ქვეყნებს ეკონომიკის სტიმულირებისა და ხელშეწყობისათვის, იმისათვის, რომ მივიღოთ სწორედ ის შედეგები, რომლის დანახვაც სურს ყველას. ჩვენ ასევე განვიხილეთ, რომ საქართველოს ნამდვილად შეუძლია აჩვენოს დადებითი ეფექტი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხების საკითხში. ეს წარმატებული მაგალითი გვიჩვენებს, რომ კეთილდღეობის მიღწევა შესაძლებელია მეზობლებთან ყოველგვარი პრობლემის გარეშე, და ასევე იმის დემონსტრირებით, რომ მოიძებნება სივრცე სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები საერთო ინტერესების მქონე ყველა მოქალაქისთვის, სწორედ ეს არის ის რის მიღწევასაც ცდილობს საქართველო და ჩვენ ამ მიზნის განხორციელებაში შევეცდებით ჩვენი წვლილი შევიტანოთ”, – განაცხადა ევროკომისარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები