მოსკოვში მამაკაცი აივნიდან გადმოგდებულმა სავარძელმა მოკლა

მოსკოვის სამხრეთ-დასვლეთ ნაწილში 70 წლის მამაკაცი აივნიდან გადმოგდებული სავრძლით მოკლეს. მე-12 სართულიდან გადმოგდებული სავარძელი პენსიონერს პირდაპირ თავში დაეცა. რუსეთის სამრთალდამცველი სტრუქტურების ინფორმაციით, პოლიციამ ერთ-ერთი კორპუსის ეზოში 1945 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინა, რომელსაც თავის ქალის ღია ჭრილობა აღენიშნებოდა. სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მკვლელობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მამაკაცის დაღუპვაში დამნაშავე პირთა დაკავება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები