გიორგი მარგველაშვილი: გვჯერა, რომ ევროპაზე ორიენტირებული დღის წესრიგით ჩვენ ჩვენს მიზანს უახლოეს მომავალში მივაღწევთ

ევროკავშირთან ინტენსიური ჩართულობის შედეგად ჩვენ მივაღწევთ დადებით შედეგებს – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრესკონფერენციაზე მხარეებმა ვიზა-ლიბერალიზაციის შესახებაც ისაუბრეს.
“საქართველო ევროკავშირთან მრავალ განზომილებაში თანამშრომლობს. ვიზა -ლიბერალიზაციის კუთხით ძალიან აქტიურები ვართ. ჩვენმა მთავრობამ, პარლამენტმა, საზოგადოებამ ბევრი გააკეთა, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ. ევროკომისისს მხრიდან მივიღეთ ძალიან დადებითი ანგარიში. ჩვენ მას პოზიტიურად ვაფასებთ, რადგან ის ძალიან დეტალურად მიგვითითებს რეფორმებზე, რომლებიც უნდა გატარდეს. ჩვენ ამ ანგარიშს ვუყურებთ, როგორც სამუშაო დღის წესრიგს პოლიტიკური განვითარებისთვის. ჩვენ კმაყოფილები ვართ ევროკავშირთან ურთიერთობის დონით და გვჯერა, რომ ძალიან დატვირთული, ევროპაზე ორიენტირებული დღის წესრიგით ჩვენ მივაღწევთ ჩვენს მიზანს უახლოეს მომავალში“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები