NASA-ს პროგნოზის მიხედვით, ოზონის ხვრელი 21-ე საუკუნის ბოლოს უნდა გაქრეს

ამერიკის კოსმოსური სააგენტოს სპეციალისტების პროგნოზის მიხედვით, დედამიწის ატმოსფეროში ოზონის ხვრელის ზომა მცირდება და ის, შესაძლოა, მიმდინარე ასწლეულის ბოლოს საერთოდ გაქრეს. მეცნიერების განცხადებით, ოზონის ხვრელის ფართობი ამჟამად 12 მილიონ კავადრატულ მილს შეადგენს და მომდევნო 30 წლის განმავლობაში ის 8 მილიონ კვადრატულ მილამდე შემცირდება. ოზონის ხვრელი ბრიტანელმა მეცნიერებმა 30 წლის წინ აღმოაჩინეს და ის ამჟამად პლანეტის ეკოლოგიისთვის მთავარ პრობლემად რჩება. ოზონის ხვრელი ქიმიური ნივთიერებების ფართო გამოყენების გამო გაჩნდა, რომლებიც ოზონის შრეს აზიანებენ. 1987 წელს მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფოებმა მიაღწიეს შეთანხმებას ატმოსფეროსთვის სახიფათო ნითიერებების გამოყენების შემცირების თაობაზე. ოზონის ხვრელის ეტაპობრივი შემცირება მეცნიერებმა 21-ე საუკუნის დასაწყისიდან დააფიქსირეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები