ჩინეთი და რუსეთი ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო წვრთნებს ატარებენ

ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის და ჩინეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნები იმართება. მასში 10 სამხედრო ხომალდი მონაწილეობს. რუსეთის მხრიდან მანევრებში 6 ხომალდი მონაწილეობს, მათ შიროს კრეისერი „მოსკოვი“, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზეა ბაზირებული.
წვრთნები 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება. რუსეთ – ჩინეთის ერთობლივი წვრთნების დაწყების პარალელურად, დღესვე ჩინურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საფრანგეთმა შეიძლება ჩინეთს „მისტრალის“ ტიპის ორი ვეტრმფრენმზიდი მიყიდოს, რომელიც მანამდე რუსეთისთვის იყო განკუთვნილი. ყირიმის ოკუპაციის და აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო, პარიზმა კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ჩინეთის გარდა, „მისტრალების“ პოტენციურ მყიდველებს შორის განიხილება ასეევე ინდოეთი, კანადა, ბრაზილია და ეგვიპტე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები