გიორგი მარგველაშვილი – საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავებაზე მუშაობს

საქართველო მუშაობს ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავებაზე და მჯერა, რომ ინტენსიური ჩართულობის შედეგად ჩვენ მივაღწევთ დადებით შედეგებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
პრეზიდენტმა ბრიუსელში, ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირთან თანამშრომლობის დონით კმაყოფილია და მთავრობისა და საზოგადოების ჩართულობით შესაძლებელი გახდება სასურველი მიზნის მიღწევა. მომავალ რიგის სამიტთან დაკავშირებით რუსეთის უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ დასმულ შეკითხვას კი ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა უპასუხა. მისი თქმით, რიგის სამიტი აჩვენებს და მოახდენს იმის დემონსტრირებას, რომ შესაძლებელია მეგობრული და მშვიდობიანი კავშირების ჩამოყალიბება მეზობლებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები