რაულ კასტრო კათოლიკურ ეკლესიაში სიარულს აპირებს

კუბის ლიდერი რაულ კასტრო, რომელიც კომუნისტური იდეოლოგიის მიმდევარია, კათოლიკური ეკლესიის მრევლში დაბრუნებას არ გამორიცხავს. ეს განცხადება კასტრომ ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. კუბის პრეზიდენტი ვატიკანში ჩავიდა, რათა რომის პაპს პირადად გადაუხადოს მადლობა ვაშინგტონსა და ჰავანას შორის ურთიერთობების მოგვარებაში შეტანილი წვლილისთვის. თავის მხრივ, რომის პაპმა კასტროს სამახსოვრო ვერცხლის მედალი აჩუქა.
„მე რომის პაპის ყველა გამოსვლა, ყველა მისი კომენტარი წავიკითხე. თუ ის გააგრძელებს ამ გზას, მეც დავიწყებ ეკლესიაში სიარულს. ამას სრული სერიოზულბით ვამბობ“, – განაცხადა კასტრომ. კუბის კომუნისტური პარტიის ლიდერი ეკლესიაში მისვლას უკვე სექტემბერში აპირებს. რაულ კასტრო ფარანცისკეს დაჰპირდა, რომ კუბაში რომის პაპის ვიზიტის დროს ყველა მის მსახურებას დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები