დევიდ კემერონი შოტლანდიის დამოუკიდებლობის საკითხზე ხელახალი რეფერენდუმის ჩატარებას გამორიცხავს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა შოტლანდიის დამოუკიდებლობის საკითხზე ხელახალი რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობა გამორიცხა. დიდი ბრიტანეთის ერთიანობის საკითხი კვლავ აქტუალური გახდა საპარლმენტო არჩევნების შემდეგ.
მათი შედეგების მიხედვით, შოტლანდიელმა „ნაციონალისტებმა“ ბრიტანეთის პარლამენტში შოტლანდიის კვოტით თითქმის ყველა ადგილი მოიპოვეს. შოტლანდიელი „ლიბერალ-დემოკრატების“ ყოფილი ლიდერის მენზის კემბპელის განცხადებით, ეს შედეგები მიუთითებს, რომ შოტლანდიელ ამომრჩეველს დიდი ბრიტანეთიდან გამოსვლის საკითხზე ხელახალი გამოკითხვის ჩატარება სურს. „კონსერვატორების“ ლიდერი დევიდ კემერონი, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ამბობს, რომ მისი მომავალი პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი გაერთიანებული სამეფოს გაძლიერებაა.
„ქვეყნის ერთიანობა ნდობასა და პატივისცემაზე უნდა იყოს დაფუძნებული. სწორედ ამას მისცეს ხმა შოტლანდიელებმა გასული წლის სექტემბერში რეფერენდუმის დროს. ახალი რეფერენდუმი არ გაიმართება. მე არა მგონია, რომ შოტლანდიის „ნაციონალისტური“ პარტია ახალი გამოკითხვის გამართვის ინიციატივით გამოვიდეს“, – განაცხადა კემერონმა ბრიტანეთის მე-4 არხთან ინტერვიუში.