როგორ ვიქცეთ ბედნიერ ადამიანად?

  ნებისმიერი ორი ფსიქოლოგიური კურსის მერე, რა თქმა უნდა, მაშინვე ბედნიერი ვერ გავხდებით, მაგრამ თუკი ადამიანი მონდომებულია და სინამდვილეში უნდა, რომ ბედნიერი გახდეს, მართლაც, მიაღწევს ბედნიერების მწვერვალს. ხშირად ადამიანები საკუთარ თავს დეპრესიის დიაგნოზს უსვამენ და ამით საკუთარ ბედნიერებას აკონსერვებენ. ამიტომ, პირველ რიგში, მსგავს დიაგნოზს და სტატუსს უნდა დავაღწიოთ თავი და მერე შევუდგეთ ,,ბედნიერების მწვერვალისკენ“ გზას…
საერთოდ, მთავარი პრობლემა ადამიანში თვითშეფასების დაბალი დონე კი არ არის, არამედ საკუთარი ღირსების შეგრძნების უქონლობაა. მთავარია, გაიხსენოთ ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ ადამიანმა ცხოვრებით გახარების უნარი ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნოს. საქმე ისაა, რომ ჩვენ ე.წ. ფსიქოლოგიურ ჰიგიენას სათანადოდ ვერ ვიცავთ. თუკი ზოგადი სახეებიდან კონკრეტულზე გადავალთ,- მაშინ სათანადო დასკვნებს გავაკეთებთ: თუკი თქვენ ანგარების გარეშე გააკეთეთ სიკეთე, – თქვენ სიხარული განიცადეთ და პირიქით, თუკი თქვენ რაიმეზე გული გეტკინათ, – ცუდად გრძნობთ თავს, იმიტომ, რომ მეორე შემთხვევაში თქვენ ფსიქოლოგიური ჰიგიენა დაარღვიეთ. ბედნიერი ადამიანი თავისუფალი ადამიანია.
შესაძლებელია თუ არა, ადამიანმა საკუთარ ჩვევებზე უარი თქვას? რა თქმა უნდა, შეიძლება, და ამის მერე იგი დაადგება ბედნიერებისკენ მიმავალ გზას. როდესაც გათავისუფლდები წარსულის ლანდისაგან და შეცდომებისგან, სურვილი და მოთხოვნილება გიჩნდება, რომ ცხოვრება ახალი, ,,სუფთა“ ფურცლიდან დაიწყო. საკუთარი თავის შეცნობის გზაზე დიდი მნიშვნელობა აქვს მართლმადიდებლობას. ეს არა მარტო რწმენაა, არამედ მასში სამეცნიერო ნაწილიცაა, ესაა მეცნიერება ადამიანის სულის კანონზომეიერებებზე, ამასთან – გაცილებით უფრო დახვეწილი და ფუნდამენტალური, ვიდრე ფსიქოლოგიის ნებისმიერი მიმართულება. აქ შეგიძლიათ, თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე გასაგები და საიმედო პასუხები

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები