ჩინური მედია – საფრანგეთმა “მისტრალები“ შეიძლება ჩინეთს გადასცეს
ვერტმფრემზიდ „მისტრალების“ მომავალთან დაკავშირებით, რომლებიც საფრანგეთს რუსეთისთვის უნდა გადაეცა, მაგრამ უკრაინის კრიზისის შემდეგ პარიზმა ეს კონტარქტი ფაქტობრივად გააუქმა, ამჯერად ახალი ვერსია გავრცელდა. ჩინური გამოცემა Want China Times-ის ინფორმაციით, ეს ხომალდები შეიძლება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას გადაეცეს. ჩინეთის სახალხო-გამათავისუფლებელი არმიის მათაურობის ცნობით, შანხაიში ფრანგული ესკადრის ვიზიტს ელოდებიან. მათ შორის „მისტრალის“ ტიპის ხომალდ Dixmude-ს და „ლაფაიეტის“ ტიპის ფრეგატს. ჩინური მედიის ცნობით, პოტენციურ მყიდველებს შორის საფრანგეთი განიხილავს ასევე ინდოეთს, ბრაზილიას, ეგვიპტეს და კანადას.