პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი მეორე ტურში გადაწყდება
ეგზიტპოლების მონაცემების მიხედვით, პოლონეთში 10 მაისს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის საჭირო 50% ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა. მოქმედმა პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ 32 % მოაგროვა. ოპოზიციური პარტიის „კანონი და სამართლიანობა“ ხელმძღვანელმა ანჯეი დუდამ 35% მიიღო. არჩევნების მეორე ტური 24 მაისს გაიმართება. გამოკითხვების მიხედვით, მეორე ტურში კომოროვსკის გამარჯვების მეტი შანსი აქვს – მას შეუძლია ამომრჩეველთა ხმების 54 % მიიღოს, ხოლო დუდამ – 41%. ორივე კანდიდატი აცხადებს, რომ გამარჯვების იმედი აქვს.