სასაზღვრო პოლიციას რუსთავის N18 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ – ვიდეო

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის N3 სამმართველოს (წითელი ხიდი), საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, რუსთავის N18 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მოზარდები სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურას და მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ, დაათვალიერეს მესაზღვრეთა პირადი შეიარაღება და ტრანსპორტი.
სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები მოსწავლეებს მესაზღვრის პროფესიის შესახებ ესაუბრნენ და საზღვრის დაცვის თანამედროვე ტექნოლოგიები გააცნეს. სტუმრებმა ასევე კინოლოგიური სამსახური მოინახულეს. ვიზიტის ბოლოს, მოსწავლეებმა სახმელეთო საზღვრის ზოლი და სათვალთვალო კოშკურა დაათვალიერეს.
პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ მიზანია არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია, უსაფრთხოების საკითხებზე მათი სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ხელშეწყობა, მართლმსაჯულების საკითხების შესახებ მოზარდთა ინფორმირებულობის გაზრდა და მოსწავლეებში სამართალდამცავი უწყების მუშაობის შესახებ რეალური წარმოდგენის შექმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები