მაკედონიაში ორდღიანი საყოველთაო გლოვა გამოცხადდა

მაკედონიაში ორდღიანი საყოველთაო გლოვა გამოცხადდა. მიზეზი ქალაქ კუმანოვოში შეიარაღებულ დაჯგუფებასთან დაპირისპირების დროს 6 სამართალდამცველის გარდაცვალება გახდა. მაკედონიის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, მებრძოლები ეთნიკური ალბანელებით დასახლებულ ქალაქში სხვა ქვეყნის ტერიტორიიდან შევიდნენ და სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმებს გეგმავდნენ. შეტაკების დროს რამდენიმე მებრძოლი დაიღუპა, 30–მდე ეჭვმიტანილი კი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები