ანგელა მერკელი ვლადიმერ პუტინს შეხვდა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, კანცლერმა პუტინს თანამსრომლობისაკენ მოუწოდა.
“ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ, განსაკუთრებით ისეთ რთულ სიტუაციებში, როგორიც ახლაა და უნდა გამოვნახოთ დიპლომატიური გზა”, – განაცხადა მერკელმა.
“კარგია, რომ ჩვენ დღეს გვაქვს საშუალება განვიხილოთ ორთიერთობები ორ ქვეყანას შორის, ასევე, ვისაუბროთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით”, – დასძინა გერმანიის კანცლერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები