ლიბერიაში ებოლას ეპიდემია აღმოფხვრილია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ლიბერიაში ებოლას ეპიდემიას ბოლო მოეღო, თუმცა ღია საზღვრების გამო, არსებობს მისი ხელახალი გავრცელების საშიშროება. საკონტროლო პერიოდის ბოლო 42 დღის განმავლობაში არ გამოვლენილა ეპიდემიის ახალი შემთხვევები. შეგახსენებთ, რომ ებოლას ინკუბაციის პერიოდი 21 დღეა. ეპიდემიით ბოლო გარდაცვალება 27 მარტს დაფიქსირდა. ლიბერიის პრეზიდენტმა ელლენ-ჯონსონ სერლიფმა მისი ქალაქის მაცხოვრებლებს “ბედნიერი ხალხი” უწოდა და მადლობა გადაუხადა ყველა ორგანიზაციას რომელიც იბრძოდა მომაკვდინებელი ეპიდემიის აღმოფხვრისთვის. გვინეასა და სიერაში ეპიდემიასთან ბრძოლა გრძელდება.