ვლადიმერ პუტინი: ვისი ნახვაც გვინდოდა, აქ იყო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამარჯვების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებით კმაყოფილია. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
როგორც ადგილობრივი მედია რუსეთის პრეზიდენტზე დაყრდნობით წერს, ის არ გააღიზიანა დასავლეთის ქვეყნების ლიდერების პროტესტმა. „ვისი ნახვაც გვინდოდა, აქ იყო“, – განაცხადა მედიის წარმომადგენლებთან საკითხზე საბრისას ვლადიმერ პუტინმა.
მისივე თქმით, მან კრემლში მიიღო ვეტერანები შეერთებული შტატებიდან და დიდი ბრიტანეთიდან. „მახარებს, რომ მსოფლიოში ზეიმობენ ნაციზმზე გამარჯვებას, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები ხვდებიან, რომ ნაციზმთან ომი იყო მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები