შვეიცარიაში სამართალდამცველებმა რამდენიმე ცხედარი ნახეს

შვეიცარიის, ქალაქ ვიურელინგში, საცხოვრებელ სახლში და მის მიმდებარედ წუხელ შუაღამისას პოლიციამ რამდენიმე ცხედარი იპოვა.
“ბიბისის” ინფორმაციით, პოლიცია შემთხვევის ადგილზე მას შემდეგ მივიდა, რაც სროლის თაობაზე შეტყობინება შევიდა.
მათივე ცნობით, დაღუპულთა შორის სავარაუდოდ მკვლელიც არის. ის ერთ-ერთმა სიკვდილს გადარჩენილმა ამოიცნო.
მკვლელობის მიზეზი უცნობია, თუმცა წყაროს ინფორმაციითვე, აღნიშნულის მიზეზი ოჯახური დავა და ტერორიზმი არ ყოფილა.. დაღუპულთა და თავდამსხმელთა ვინაობა ამ დრომდე არ ხმაურდება. მომხდართან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები