შსს „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ აქციაში ჩაერთო (ვიდეო)
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში თბილისის მე-60 საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებს, კლასის დამრიგებელს და სკოლის მანდატურს უმასპინძლა. აღნიშნულ პროექტს შინაგან საქმეთა სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს. სტუმრებმა თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარ სამმართველოში განთავსებული სახანძრო-სამაშველო მუზეუმი დაათვალიერეს, შემდეგ მოსწავლეებს, კლასის დამრიგებელს და სკოლის მანდატურს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოში ლექცია-სემინარი და პრაქტიკული სწავლება ჩაუტარდათ.
ლექცია-სემინარზე სახანძრო-სამაშველო საქმიანობის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის ჩვენება გაიმართა. სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ბაზაზე არსებული სპეციალური ტექნიკა, აღჭურვილობა და სპორტული დარბაზი. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე მოზარდების ცნობიერების ამაღლება.